ირაკლი კობახიძე - ფაქტია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით გაექცა დებატებს - ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან, თუმცა უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში

ოპოზიცია გაექცა დებატებს, ამას აქვს მარტივი მიზეზი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარლამენტში დღევანდელი დებატები პრემიერის სასარგებლოდ 10:0 ანგარიშით დასრულდა.

„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, რა თქმა უნდა, პრემიერის სასარგებლოდ. ბუნებრივია, მოლოდინიც ამ შემთხვევაში იგივე იყო და ეს მოლოდინი ამ შემთხვევაშიც გაუმართლდათ. საზოგადოებამ იხილა, რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით ათით ნული. აქედან გამომდინარე შეგვიძლია შევიდეთ მათ მდგომარეობაში და კარგად გავიგოთ ის, თუ რატომ გაურბიან ყოველ ჯერზე დებატებს და დღესაც რატომ გაექცნენ ამ დებატებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, გინდა ფორმალური დაუძახეთ, გინდა არაფორმალური, ფაქტია, რომ დღეს კასპში ამომრჩეველთან შეხვედრის მომიზეზებით გაექცა დებატებს. ხედავთ რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, თუმცა უნდა შევიდეთ, რა თქმა უნდა, მათ მდგომარეობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო