ირაკლი ბერაია - შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის

შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყანამ მიაღწია უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ბერაიამ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს მთავრობას სტრატეგიული ამოცანების შესრულება უწევს ურთულეს გეოპოლიტიკური რეალობაში, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიით და ახალი გამოწვევების აღმოცენებით კიდეც უფრო კომპლექსური გახდა საფრთხეების ეკოსისტემა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

„ვინაიდან უსაფრთხოება არის საქართველოს განვითარების აუცილებელი წინაპირობა, მთავრობის უმთავრესი საზრუნავი იყო და არის ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, მშვიდობის დაცვა და ეგზისტენციალური საფრთხეების შემცირებასთან ერთად ამბიციური დღის წესრიგის განხორციელება.

სახეზეა ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით: ქართული ჯარი არასოდეს ყოფილა ისეთი ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი, როგორც არის დღეს; ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ისეთი გამართული და ანგარიშვალდებული, როგორც დღეს. ქართული სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, კონტრტეტრორისტული საქმიანობა გაშლილი საფრთხეების, პრაქტიკულად, ყველა პოტენციურ კერაში წარმოდგენილია პოზიციურად ისე ძლიერად და მაღალეფექტიანად, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი მონაკვეთი სათანადოდ დაცულია. უსაფრთხოების ოფიცრები, მზვერავები, ჯარისკაცები, პოლიციელები და მაშველები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით დაფასებულები არიან. საქართველო წინ არის წასული ნატოში ინტეგრაციის გზაზე გაწევრების ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტით და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოს მონაწილეობის და ინტერესების გათვალისწინების გარეშე", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს