მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის სტრატეგიაც და  ტაქტიკაც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არის სრულყოფილი. არ არსებობს დღეს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელიც არ ყოფილა დღეს მიმოხილული. იყო ასევე საუბარი გამოწვევებზე და სამომავლო ხედვებზე, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერის ანგარიშთან დაკავშირებით არცერთი საგნობრივი მსჯელობა და ანალიტიკა არ ყოფილა წარმოდგენილი.

„მიჩვეული არიან, სამწუხაროდ, რომ ჰქონდეთ უფლება, ილაპარაკონ სიბინძურე და როდესაც მკაცრად და დამსახურებულად უპასუხებ, მერე ამასაც ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ, თუ რატომ - გვაქვს პასუხი. ოპოზიციის სტრატეგიაც და ტაქტიკაც უკავშირდება 12-პუნქტიანი გეგმის ხელშეშლას", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის მოსმენისას ყველაფერი გააკეთა, რომ არ ყოფილიყო საუბარი იმ მნიშვნელოვან წარმატებებზე, რომელიც ქვეყანას დღეს აქვს.

„მათ სურვილი აქვთ, შექმნან მოდელირებული რეალობა, მრუდე სარკეები და მრუდე სარკეებში აყურებინონ საზოგადოებას, რომ თითქოს ქვეყანა არ ვითარდება, წარუმატებელია და ა. შ. იყო აღვირახსნილი პოპულიზმი, როცა გამოვიდნენ და თქვეს, რომ 200 ლარი არ არის საკმარისი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. რასაკვირველია, ვისურვებდით ეს იყოს 300-ც და მეტიც, ასევე პენსიაც და ხელფასიც მაღალი, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელსაც აქვს ხედვა, როგორ უნდა გაიზარდოს ეს ყველაფერი. ამას გაყვედრის ადამიანი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას 5 ლარი იყო სოციალურად დაუცველი ბავშვისთვის შემწეობა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო