გიორგი ცაგარეიშვილი - როგორც მაქციები ჯვარზე, ისე არიან ჩვენი ოპოზიციონერები სიმართლის გაგონებაზე - იმდენად ეშინიათ, რომ  სხდომათა დარბაზიდან გარბიან

თუ აქ არიან და ესმით სიმართლე, მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე, არადა საქართველოს პრემიერმა ამ ადამიანებს დღეს სწორედ სიმართლე უთხრა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, რადიკალურმა ოპოზიციამ მოირგო ევროპული დემოკრატიის მანტია და ევროპული ლიბერალიზმის დროშით ხელში ამაყად მოაბიჯებს.

„საინტერესოა, ის უბედურება, რაც მათ 9 წლის მანძილზე დაატრიალეს, სად ამოიკითხეს, რომელი ევროპული ლიბერალური სკოლის თეორიაში იპოვეს ან სად ნახეს, რომელ სახელმძღვანელოში? ეს არის ევროპული ლიბერალური ღირებულებები? კაცის კვლა, ადამიანების ტანჯვა, პატიმართა უფლებების აყრა ციხეებში, მიტინგების დარბევა, არჩევნების გაყალბება, ბიზნესის ტერორი, სად ამოიკითხეს, ლოკთან, სმიტთან, დეკარტთან, ვოლტერთან, ჰობსთან, თუ სად ნახეს ეს ყველაფერი? ეს არის ფსევდოლიბერალური ღირებულებები, მათ მახინჯ ნიადაგზე გადმონერგილი და შემდეგ კულტივირებული. ამ ყველაფერს აჩეჩებენ ქართველ ხალხს და ჰგონიათ, რომ რომელიმე ევროპულ პარტიაში (ლიბერალური ღირებულებების მქონე პარტიაში) თუ გაწევრიანდებიან და ლაზათიან შენატანს გადაიხდიან, ამით ჩამოიბანენ და ჩამოირეცხენ იმ სიბინძურეს, რომელიც აკრული აქვთ წლების მანძილზე", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ევროპული ლიბერალური ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა, არის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, კანონის უზენაესობა და თავისუფალი მეწარმეობა.

„რომელ ფუნდამენტურ ევროპულ ლიბერალურ ღირებულებას იცავდით ამ ქვეყანაში? პირიქით, ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ ფესვშივე ჩაგეკლათ თავისუფალი აზროვნება, გაგენადგურებინათ თავისუფალი აზრი, ამაზე პარაზიტობდით და ასე მართავდით ქვეყანას წლიდან წლამდე", - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი ცაგარეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება