გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი დაათვალიერეს.

„ასევე, გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს.

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა