გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე მეხორბლე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მეხორბლე ფერმერებს კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას კახეთის მხარეში მცხოვრები 60-ზე მეტი მეხორბლე ფერმერი ესწრებოდა. მათი განცხადებით, შარშანდელი მოსავლის რეალიზაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, იმპორტირებულ ფქვილზე დაწესდა დროებითი დამატებითი საფასური, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში შემოსული ფქვილის მარაგები ჯერ კიდევ დიდია. აღინიშნა, რომ, ორი კვირის ინტერვალში, მარაგების შემცირების საფუძველზე, გაიზრდება ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნა, წისქვილკომბინატები ადგილობრივი ფერმერებისგან სასურსათო ხორბალს ბაზარზე არსებულ სამართლიან ფასად ჩაიბარებენ. პროცესში აქტიურად ჩართვის მზაობას აცხადებენ, როგორც მცირე, ისე დიდი წარმადობის წისქვილები.

„ბოლო პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლებს შორის. ჩვენი მიზანი იყო ყველა, მხარესთან შეჯერებით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ერთი მხრივ, შევინარჩუნებდით პურის ფასს და, მეორე მხრივ, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, უწყება მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერას ახალი მოსავლის აღების პროცესშიც აგრძელებს. „სამინისტროში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლოებით, 300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა. ხორბლის აღების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის