ხატია დეკანოიძე პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე - ეს იყო პოლარიზაციის რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი - თუ ვინმეს სურს პოლარიზაციის გაღრმავება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის შეფასებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენება რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი იყო.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის თავს გადააჭარბა.

„ეს იყო პოლარიზაციის რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 11 წელზე საუბარი და ეს იყო არანაირი სიახლის შეთავაზება საზოგადოებას; ეს იყო ზიზღის შემცველი ენა იმდენად, რამდენადაც ღარიბაშვილმა თავის თავსაც გადააჭარბა. თუ ვინმეს სურს პოლარიზაციის გაღრმავება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, მისივე მოსაზრებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა კიდევ უფრო გამძაფრდება.

„ეს იქნება ძალიან სერიოზული ორგანიზებულობა, წახალისება, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების ჩართვა ამ ძალადობაში, ასევე ეს იქნება სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობის მთელი სპექტრი. ამიტომ ველოდები ამ ძალადობის კიდევ უფრო გააქტიურებას. ნორმალურ ქვეყანაში ყველა ისჯება, საქართველოში, სამწუხაროდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები არ ისჯებიან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, ასრულებს თუ არა საქართველო ევრორეკომენდაციებს, დეკანოიძე ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია არ სრულდება.

„12 რეკომენდაცია არ სრულდება - ეს იყო ვარჰეის განცხადება, ეს არის ევროკომისიის განცხადება და რაც არ უნდა პრეზენტაციები აკეთოს ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ეს რეკომენდაციები პრეზენტაციებით ვერ შესრულდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური მოხსენებით წარდგა. პარლამენტში მისი გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრემიერის გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა - სხდომაზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება