ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით, რომელიც ხელშეუხებელი და დაცული იქნება - ხელისუფლების ყველა შტოსთან თანამშრომლობას ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით, რომელიც ხელშეუხებელი და დაცული იქნება.

„რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობა სტრუქტურულად უზრუნველყოფილია, რაც ჩემი აზრით, კარგია, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ხელისუფლების ყველა შტოსთან თანამშრომლობას ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, მე ამაზე ვისაუბრე, როდესაც ბორდმა ამირჩია. დარწმუნებული ვარ და ასევე ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხელშეუხებელი და დაცული იქნება“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება