დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია უპრობლემოდ ითმენს ყოველგვარ ზღვარგადასულ დაცინვას „ოცნების“ ყველა დონის წარმომადგენლისგან - ქართული პოლიტიკის მთელის სიმძაფრე დღეს ქუჩაშია გადმოტანილი და არა პარლამენტში

საპარლამენტო ოპოზიცია უპრობლემოდ ითმენს ყოველგვარ ზღვარგადასულ დაცინვას "ოცნების" ყველა დონის წარმომადგენლისგან, ისე არიან ჩაბუდებული ამ სკამებში, იმის განხილვაც კი არ უნდათ, რომ ქართული პოლიტიკის მთელის სიმძაფრე დღეს ქუჩაშია გადმოტანილი და არა პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე მოქმედ პარლამენტს სამარცხვინოს უწოდებს.

„მეათე მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი ჩვენს ისტორიაში და შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდის პარლამენტს ჰგავს.

ამიტომ, რაც არ უნდა ციფრებით იმანიპულიროს დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და ღარიბაშვილმა, ცხოვრების დონის ყველაზე დიდი ვარდნა, სწორედ ამ პარლამენტის დროს მოხდა. სტატუსი რომც მოგვანიჭონ, მაინც არაფერი შეიცვლება. ფულის პარვას, ხალხის ძარცვას, ოპოზიციისგან „ბუას“ ხატვას ისევ გააგრძელებენ და იმიტომ. ან რა სტატუსი უშველის კობახიძეებს?! საპარლამენტო ოპოზიციას რაც შეეხება, ისე უპრობლემოდ ითმენენ ყოველგვარ ზღვარგადასულ დაცინვას „ოცნების“ ყველა დონის წარმომადგენლისგან, ისე არიან ჩაბუდებული ამ სკამებში, იმის განხილვაც კი არ უნდათ, რომ ქართული პოლიტიკის მთელის სიმძაფრე დღეს ქუჩაშია გადმოტანილი და არა პარლამენტში. არადა, პარლამენტში ოპოზიცია „ოცნებას“ საკადრის პასუხს ვერასოდეს გასცემს და ვართ ასე შაპიტოში“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება