ანა ნაცვლიშვილი - ღარიბაშვილმა უნდა განმარტოს, რას ნიშნავდა მუქარა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გამომიგზავნა - ხალხს მომიგზავნის და მცემს, თუ რას აპირებს?!

ცოტათი უხერხულია, რომ პრემიერი საკუთარ შვილს ეფარება და ცდილობს, რომ ეს წარმოაჩინოს, როგორც შვილზე თავდასხმა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, მან პრემიერი ორმაგ სტანდარტში ამხილა.

„ცოტათი უხერხულია, რომ პრემიერი ცდილობს, ეს წარმოაჩინოს, როგორც შვილზე თავდასხმა. მე მის შვილთან არანაირი საქმე არ მაქვს. მე პრემიერი ვამხილე ორმაგ სტანდარტში, რომელსაც ის ატარებს. ერთი მხრივ, ადამიანს გეშავს სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ავრცელებს ზიზღს და პროპაგანდას. მეორე მხრივ, თავად ისეთ არჩევანი გააკეთა, რომელიც ამ შეხედულებებიდან განსხვავებულია. ერთი მხრივ ამბობდე, რომ ეს არის ბოროტება და საზოგადოებას აშინებდე ამ ადამიანებით, მეორე მხრივ კი შენი შვილი სწავლობდეს სივრცეში, სადაც ადამიანის ღირსება და თანასწორობა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია - ეს ორი სხვადასხვა რამაა. მგონია, რომ შვილი მამას გაცილებით ჯობს, რადგან მან კარგი, სწორი არჩევანი გააკეთა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, თავად უნდა განმარტოს, როგორ ხდება ის, რომ ქართულ საზოგადოებას სხვა რამეს აჯერებს და თავად, რეალურ ცხოვრებაში სხვა რამეს აკეთებს. ასევე უნდა განმარტოს, რას ნიშნავდა მუქარა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გამომიგზავნა - ხალხს მომიგზავნის და მცემს, თუ რას აპირებს?“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის