საფრანგეთის პარლამენტი სოციალური ქსელის 15-წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მშობლების თანხმობას სავალდებულოს ხდის

საფრანგეთის პარლამენტი სოციალური ქსელის 15-წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის მშობლების თანხმობას სავალდებულოს ხდის.

გადაწყვეტილება სენატმა საბოლოო კენჭისყრის შედეგად მიიღო.

როგორც ცნობილია, ამიერიდან Facebook, TikTok, Snapchat და Instagram მომხმარებლის ასაკის გადამოწმებასთან ერთად 15-წლამდე მოზარდებისთვის მშობლების თანხმობის დადასტურებასაც მოითხოვს. როდის ამოქმედდება რეგულაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი ამოქმედებიდან სოციალურ ქსელებს ერთწლიანი ვადა ექნებათ, რათა ახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ.

ცნობისთვის, საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ მედიას ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს.

მაკრონის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობენ, „ვიდეოთამაშების ცხოვრებით ცხოვრობენ, რამაც ისინი რეალობას ჩამოაშორა.“

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით