თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში სამხრეთ კავკასიის რეგიონში თსუ კვლავ ლიდერია

კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია QS-ის (Quacquarelli Symonds) მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის სისტემაში (QS World University Rankings 2024) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „801-850“ ადგილს იკავებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

თსუ-ს ცნობით, QS World University Rankings-ის ბოლოს გამოქვეყნებულ რეიტინგებში, მსოფლიო მასშტაბით, 104 ქვეყნიდან მხოლოდ 1500 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოდან ორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც წელს პირველად გაჩნდა რეიტინგების მოკლე სიაში და „1400+“ ადგილს იკავებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც საქართველოდან და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან QS World University Rankings-ის ბოლო გამოცემაში მოხვდა.

QS World University Rankings - მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაა, რომელიც კვლევებს ყველა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით ატარებს. QS-ის რეიტინგების შედეგები, დაახლოებით, 17,5 მლნ აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის შესახებ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ ახალი რეიტინგები განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზეა შემუშავებული და დამატებით, რეიტინგების დათვლის სამ ახალ ინდიკატორს, დასაქმების შედეგებს, მდგრადობასა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელს მოიცავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი