გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობის მიზნით, გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი შეიქნა

გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის ei.gov.ge პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.

„სამინისტროს მიზანია, დანერგოს ისეთი ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დროულ და დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას და გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს მთავარ გზას გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად და ორჰუსის კონვენციის ძირითადი პრინციპების განსახორციელებლად”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი უზრუნველყოფს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით”, ასევე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოების მარტივად და ოპერატიულად ინფორმირებას.

პორტალი შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდის“ გარემოსდაცვითი კოორდინატორი ნათია გობეჯიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში