რატი ბრეგაძემ და მარია ბურიჩმა იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია ბურიჩს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა საქართველოს პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით, რაც ასახულია ევროპის საბჭოს ორგანოების დასკვნებსა და ანგარიშებში.

„საუბარი შეეხო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს, რომლის შედეგადაც ციხეებში აღმოფხვრილია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, რაც 2012 წლამდე არაერთხელ გამხდარა სტრასბურგის სასამართლოსა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მწვავე კრიტიკის საგანი; პატიმრებს საშუალება აქვთ, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეიძინონ მოთხოვნადი პროფესიები; ჰქონდეთ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება; მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში; პენიტენციურ დაწესებულებებში ისარგებლონ იუსტიციის სახლის სერვისებით; დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი.

დადებითად შეფასდა 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც საქართველოს სასამართლოები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს პროაქტიულად გამოიყენებენ და ამით ქართული მართლმსაჯულების სისტემა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული სახელმწიფოთაშორისი დავების აღსრულების მნიშვნელობაზე და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ამ პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი.

იუსტიციის სამინისტრო ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში