ჯაბა სამუშია AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ისტორიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაასახელეს.

თსუ-ს რექტორის საპატიო თანამდებობაზე არჩევის საკითხზე AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელზეც უნივერსიტეტების მართვის, კვლევის, ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის თემებზე იმსჯელეს.

„ შეხვედრაზე დაფუძნდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა ახალი რეგიონული საბჭო და შემუშავდა საბჭოს წესდება. ასევე, აირჩიეს საბჭოს პრეზიდენტი, დენ კაშკავალი, იასის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

AUF-ი მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს. ამჟამად AUF-ს ხელმძღვანელობენ რუმინეთის ყოფილი განათლების მინისტრი შორინ კამპიანუ და ტუნისის ყოფილი განათლების მინისტრი სლიმ ხალბუსი.

აღსანიშნავია, რომ თსუ 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება