საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა

საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს, ასევე კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, შესანიშნავი მომღერლის, მსახიობის, ყველასათვის სამაგალითო პიროვნების, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში. ვუსამძიმრებთ ბატონი თენგიზის ოჯახს, მის კოლეგებს და მუსიკალურ საზოგადოებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა