განათლების მინისტრი - იმედი გვაქვს, გამოცდები უსაფრთხო გარემოში ჩაივლის - ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

როგორც მან თბილისის 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ცენტრი სრულად არის მოწესრიგებული იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა მშვიდ გარემოში გამოავლინონ.

„ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 24 საგამოცდო ცენტრი. წელს დავამატეთ ქალაქ ამბროლაურში, ვინაიდან გვინდა, რომ ყველა ადგილზე ხელმისაწვდომი იყოს სერვისი. პირველი დღეა, ამიტომ, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ყველა ცენტრი არის სრულად მოწესრიგებული, ჩვენმა გუნდმა ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავა, ყველა დავტესტეთ. არის როგორც ტექნოლოგიურად, პროგრამულად გამართული კომპიუტერები, ასევე გაგრილების სისტემა. საჭიროების შემთხვევაში გვყავს ექიმები. ყველა მხრივ შექმნილია ისეთი გარემო, რომ აბიტურიენტებმა, მშვიდად და წყნარად თავიანთი ცოდნა გამოავლინონ“, - განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის