სოლომონ პავლიაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ოლგა ალგაიეროვას შეხვდა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.

„შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების შესახებ ვისაუბრეთ. საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით, მონიტორინგის სისტემების გაძლიერების მიმართულებით, სამრეწველო ემისიების შემცირებისა და კონტროლის ნაწილში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველოს გარემოს დაცვის მიმართულებით ვალდებულებების შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით, განვიხილეთ არსებული პროგრესი და გამოწვევები. სამინისტრომ მზაობა გამოთქვა სამომავლო რეკომენდაციების შესასრულებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საქმეში“, - განაცხადა ოლგა ალგაიეროვამ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით ამოქმედებულ შემდეგ აქტივობებს - მონიტორინგის სისტემებს, საგზაო ტრანსპორტიდან და სამრეწველო სექტორიდან ემისიების კონტროლს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელებაზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს წყლის კონვენციის (კონვენცია ტრანსსასაზღვრო წყლის დინებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების შესახებ) თაობაზე“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის