გენადი არველაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს ოლგა ალგაიეროვას შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საგზაო უსაფრთხოება, მინერალური რესურსების ათვისება და სხვ.

„ აღინიშნა, რომ პროექტები, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კომისიის ეგიდით ხორციელდება, ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ მონაწილეობას რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო - ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის, ასევე ჩვენს ქვეყანაზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელი მდივანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც მიმდინარე წელს შემოდგომაზე გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება