საქართველოს გენერალური პროკურორი სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში თემაზე: „პროკურატურის, როგორც კანონის უზენაესობის გარანტის დამოუკიდებლობა“, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პროკურატურის დაარსების 105 წლის იუბილესთან და პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არმან დილანიანი და ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი გოგაძემ კონფერენციის თემატური პანელური დისკუსიების ფარგლებში მოხსენებებები წარადგინეს თემაზე: “გარე და შიდა საპროკურორო დამოუკიდებლობა - მექანიზმები და გამოწვევები”.

კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში გაიმართა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება