კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ გაიმართება

2023 წლის 4 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „ეკატერინე კიკნაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ“ (№1714 კონსტიტუციური სარჩელი) განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების იმ ნორმაზე დავობს, რომელიც ეროვნული მუზეუმის დირექტორატს უფლებას აძლევს, სამუზეუმო ფონდში კვლევითი საქმიანობის მიზნით დაინტერესებული პირებისა და გაერთიანების თანამშრომელთა დაშვება თავად გადაწყვიტოს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დირექტორატის 2021 წლის 12 მარტისთვის მოქმედი დებულება არ ითვალისწინებს რაიმე კრიტერიუმს, რის მიხედვითაც სამუზეუმო ფონდში დაინტერესებული პირი ან თანამშრომელი კვლევითი მიზნებისთვის უნდა დაიშვას. ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე განსაზღვრულ წესს, რომლის მიხედვითაც დირექტორატმა დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნას, რომ კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის განკუთვნილ დისკრეციულ უფლებამოსილებას, უნდა ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები, ვერ უპასუხებს. სადავო ნორმა, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად უნდა ცნონ.

საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა