ლევან ხაბეიშვილი - მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ „ქოცანცურებს“ - აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებზე საქმის აღძვრას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კასპში, 30 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

პარტიის თავმჯდომარე დიპლომატებს, საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ მოძალადე, „რუსული ოცნების“ მოქმედებებზე რეაქცია ჰქონდეთ.

„არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ „ქოცანცურებს“... დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ.

კასპში, პენსიონერებთან შეხვედრაზე, რომელსაც კასპის ადგილობრივი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოჯახში ვმართავდით, თავს დაგვესხა „რუსული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლები, საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატები, საჯარო მოხელეები გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, თბილისიდან და კასპიდან. ალყა შემოარტყეს სახლს, ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ქალებზე, ჩვენს თანაგუნდელებზე და.... ეს "ჩმორი" „ნასედკები“ 3-4 საათი კიოდნენ, წიოდნენ, კაცობდნენ და ახლა ჩვენებას, ჩვენებაზე იძლევიან (თხზავენ) თითქოს ჩვენ ვცემეთ!

მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატებს, რეაქცია ჰქონდეთ მოძალადე, „რუსული ოცნების“ მოქმედებებზე”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო