გიგა ბოკერია - ნებისმიერი წინააღმდეგობა უკრაინის ხელისუფლებასთან და მთლიანად დასავლეთთან ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია

ნებისმიერი წინააღმდეგობა უკრაინის ხელისუფლებასთან და მთლიანად დასავლეთთან ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თავმჯდომარე გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან Georgian Airways-ის დასანქცირებასა და ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, უცნობია, თუ რა ნაბიჯის გადადგმას აპირებს ივანიშვილის რეჟიმი.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს სჭირდება, რომ დასავლეთის ყურადღების ცენტრში იყოს და როგორც ნატოს მომავალი წევრი, ისე განიხილებოდეს.

„ნებისმიერი წინააღმდეგობა უკრაინის ხელისუფლებასთან და მთლიანად დასავლეთთან, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი.

რა ახსნაც არ უნდა უპოვონ ამ ამბავს, რა ნაბიჯებიც არ უნდა მოჰყვეს - მოჰყვება თუ არა ამას შემდგომში ვინმეს დასანქცირება, ის, რომ ეს არის დისკუსიის საგანი და ამ მოდუსში იმყოფება ქვეყანა, რეჟიმის პასუხისმგებლობაა. ეს ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება