„თიბისი“ კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბის პირველი ნიშნები

„თიბისის“ ინფორმაციით, საგადამხდელო ბალანსის პირველი კვარტლის მაჩვენებლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტის მზარდი ტენდენცია იკვეთება. ინფორმაციის თანახმად, ეს დიდწილად, მიგრანტებისათვის ეტაპობრივად რეზიდენტობის სტატუსის მინიჭების შედეგია.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მას შემდეგ რაც მიგრანტს რეზიდენტის სტატუსი ენიჭება, აღრიცხვის კუთხით, მისი საერთაშორისო შემოსავალი ტურიზმიდან მომსახურების ექსპორტის სხვა კატეგორიაში ინაცვლებს.

„აღნიშნული დინამიკა შესაბამისობაშია „თიბისი“ კაპიტალის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ მიგრანტების გამოკითხვის შედეგებთან, სადაც იკვეთება, რომ დასაქმების კუთხით ყველაზე მსხვილი ინდუსტრია სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ასევე, საყურადღებოა, რომ შემოსავლების წყაროს კუთხით, უდიდესი ნაწილი საერთაშორისოა რუსეთის მნიშვნელოვანი, თუმცა არა არსებითი კონტრიბუციით.

თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლო მომავალში მასშტაბური გადინება ნაკლებ სავარაუდოა. ასევე, „თიბისი“ კაპიტალის მკითხველს შევახსენებთ, რომ ასეთ სცენარში, სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც მხედველობაშია მისაღები. ისევე, როგორც გასათვალისწინებელია ბოლო პერიოდში დაგროვილი ფისკალური ბუფერები და სებ-ის საერთაშორისო რეზერვები.

საგარეო სექტორის დინამიკის სხვა მაჩვენებლები, ასევე, „თიბისი“ კაპიტალის მოლოდინებთან შესაბამისობაშია. იგივე შეიძლება ითქვას დღეს გამოქვეყნებულ ივნისის ინფლაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მაისის ეკონომიკური აქტივობის შეფასება „თიბისი“ კაპიტალის საბაზო სცენარზე მაღალია. საკუთრივ, სრული 2023 წლისათვის 7%-იანი ზრდის საბაზო სცენარი, მაისში 5.8%-იან ნიშნულს ითვალისწინებდა, ნაცვლად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 7%-სა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა