მოგზაურობის 25 წელი - „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ

„თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა“ მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი საქართველოში 1998 წელს გახდა. ეს ისტორიული ხელშეკრულება „თეგეტამ“ დაარსებიდან ზუსტად 3 წელში გააფორმა.

მათი ცნობით, 25 წლის წინათ იაპონური ბრენდისთვის კავკასიის რეგიონში პირველი შეკვეთა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი 500 ცალი საბურავი იყო. საუკუნის მეოთხედის შემდეგ კი, 2022 წელს, „თეგეტა მოტორსის“ მიერ საქართველოში გაყიდული „ბრიჯსტოუნის“ საბურავების მაჩვენებელი 71 000 ცალი გახლდათ, ხოლო მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში - 40 000 ცალი.

სწორედ „ბრიჯსტოუნთან“ დადებული ხელშეკრულებით დაიწყო „თეგეტამ“, რომელიც იმ პერიოდში ავტოინდუსტრიაში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, საერთაშორისო მასშტაბის პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა. ახლა „თეგეტა“ ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა რეგიონის მასშტაბით, „ბრიჯსტოუნი“ კი - საბურავების მიმართულებით მსოფლიო გიგანტი ბრენდი.

25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, „თეგეტა მოტორსი“ რეგიონში დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება.

„90-იანი წლების მიწურულს, მოძველებული ავტოპარკის პირობებში, ქართულ ბაზარზე იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავების შემოტანა მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს „ბრიჯსტოუნის“ საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებით. განვლილი 25 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ორივე ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირებისთვის, ასევე მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პრემიუმ კლასის საბურავების ბრენდის საქართველოში შემოტანა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა როგორც ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის”, - განაცხადა „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორმა დავით ჩხაიძემ.

კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.

„ბრიჯსტოუნის“ საბურავების უპირატესობებს შორისაა: გამძლეობა და მდგრადობა; საწვავის ეკონომია; ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. უსაფრთხოება და უმაღლესი სტანდარტი საქმიანობასა და პროდუქტში „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ თანამშრომლობის განმსაზღვრელი პირობაა.

სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ბრენდის სხვადასხვა ტიპის საბურავი - ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი ან თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, „ბრიჯსტოუნის“ ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება.

„სწორედ ღირებულებებისა და მდგრადი ხედვის თანხვედრა იქცა „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ გადაკვეთის მთავარ წერტილად, რამდენადაც ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიდგომებმა განსაზღვრა „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული თანამშრომლობა. „ბრიჯსტოუნის“ საბურავების საქართველოში შემოტანით „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთარ ღირებულებებზე: ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კომფორტი. წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს „თეგეტა მოტორსის“, როგორც „ბრიჯსტოუნის“ დილერის, სტატუსი მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა”,- „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორმა, დავით ჩხაიძემ.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია მათი საერთო ღონისძიება Bridgestone Black Sea Cup, რომელიც საქართველოში 2006-იდან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა. ავტორბოლაში მონაწილეობდა ყველა, ვისაც მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია ჰქონდა. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი „ბრიჯსტოუნის“, როგორც პრემიუმ ბრენდის, პოპულარიზაცია, ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობაში მისი პროპაგანდა იყო.

„მნიშვნელოვანი თარიღის, „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნად საქართველოში მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე