პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათისა და დისკუსიის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხვალისთვის გადაიდო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათისა და დისკუსიის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და მათ იგნორირებით შეხვდა. სწორედ ამ მიზეზით ოპოზიციამ განხილვის გადადება მოითხოვა. როგორც გიორგაძის მისამართით ითქვა, კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდება თავად პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა იყო.

პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა, რომ „წინააღმდეგობრივი ტურბულენტობის გათვალისწინებით“ განხილვის ხვალისთვის გადადება სჯობდა.

„ეს არის ზოგადი, პრინციპული მოსაზრებები „თავდაცვის კოდექსის“ მიმართ. რა თქმა უნდა, ყველა დეტალურ კითხვაზე პასუხი გვაქვს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ თავდაცვის რეჟიმში გადავიდეთ. ეს არის მართლაც ღირებული, პარტნიორებთან შეჯერებული „თავდაცვის კოდექსის პროექტი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მოსმენით განხილვის დაწყების წინ პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნა გაითვალისწინა, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პუნქტობრივი და მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავების მიხედვით განხილვის შესახებ. ირაკლი ბერაიას წინადადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომლის შეფასებით, კანონპროექტის ამ მეთოდით განხილვა ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას კითხვებზე პასუხები არა აქვს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 4 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება