გიორგი ამილახვარმა კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ანდერსონი და USAID-ის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე ესწრებოდნენ.

„მხარეებმა ყველა ის პროექტი მიმოიხილეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარეობს და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარმა კელი დეგნანს საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად ამერიკული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბური ინიციატივებს ახორციელებს.

თავის მხრივ, კელი დეგნანმა პირადად გიორგი ამილახვარს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე ზრუნვას და ამ მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობას გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა