„ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი - კოკა კაციტაძემ თქვა საუკუნის ტყუილი - მოვუწოდებ, პოლიტიკური დავალებების შესრულებას თავი დაანებოს  და კანონს ემსახუროს

კაციტაძემ თქვა საუკუნის ტყუილი, თითქოსდა ლუკა შველიძეს პრეტენზია არ გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას იარაღით შეუვარდა და ემუქრებოდა. მოვუწოდებ კაციტაძეს მეტი კომპეტენტურობისკენ, დაანებოს პოლიტიკური დავალებების შესრულებას თავი და ემსახუროს კანონს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტყუილი ემსახურებოდა იმას, რომ „აღშფოთებული საზოგადოება რამენაირად დაეწყნარებინა და მოძალადე პოლიციელი პასუხისმგებლობას გაქცეოდა“.

კოკა კაციტაძემ თქვა საუკუნის ტყუილი, თითქოსდა ლუკა შველიძე იყო მისული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სადაც დააფიქსირა, რომ მას პრეტენზია არ გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვინც მას იარაღით შეუვარდა და ემუქრებოდა, რომელიც, როგორც შემდგომ გავარკვიეთ, იყო პოლიციის თანამშრომელი. აღნიშნული ტყუილი მხოლოდ ემსახურებოდა ერთს, რომ აღშფოთებული საზოგადოება რამენაირად დაეწყნარებინა და მოძალადე პოლიციელი პასუხისმგებლობას გაქცეოდა, მაგრამ, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ აღნიშნულზე ბრიფინგი საზოგადოებისთვის სიმართლის სათქმელად, მაშინვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო ტყუილი. კაციტაძეს მოვუწოდებ მეტი კომპეტენტურობისკენ, დაანებოს პოლიტიკური დავალებების შესრულებას თავი და ემსახუროს კანონს”, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის საქმეზე სამსახურის ხელმძღვანელის, კოკა კაციტაძის მიერ მედიასთან გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს. საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ კომენტარის დროს მცირედი უზუსტობა მოხდა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ ნიუსთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კომენტარის დროს მოხდა მცირედი უზუსტობა, კერძოდ კოკა კაციტაძის პასუხი ეხებოდა არა ლუკა შველიძის საქმეს არამედ, სამსახურში მიმდინარე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. რაც შეეხება ლუკა შველიძის საქმეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა და ლუკა შველიძე დაბარებულია გასაუბრებაზე“, - აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო