მარიამ ლაშხმა პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ  ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა არგენტინის აუსტრალის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დირექტორის ალფონსო სანტიაგოსა და ამავე უნივერსიტეტის საპარლამენტო სწავლების, კვლევებისა და პერსპექტივების სკოლის ვიცე-დირექტორის, ხუან დე დიოს სინკუნეგის ერთობლივი მოწვევით პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ იფნორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებას აუსტრალის უნივერსიტეტის პოლიტიკის, მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლამ და ბუენოს-აირესის მთავრობის პოლიტიკური მენეჯმენტისა და საჯარო ფუნქციონირების ინსტიტუტმა ონლაინ ფორმატში უმასპინძლა.

„ღონისძიების მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური საკითხი მიმოიხილეს, მათ შორის: პარლამენტისა და პარლამენტარების როლი უკეთესი მსოფლიოს შენებაში.

მარიამ ლაშხმა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე, გლობალიზაციის პროცესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ისაუბრა.

ყურადღება ასევე გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიასა და მის როლზე, ასევე შეეხო გენდერული თანასწორობის საკითხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება