ნინო წილოსანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორ სანდრა შენკეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება როგორც აგრარულ, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხებს დაუთმეს.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს პროგრამებს ახორციელებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ პოლიტიკის გატარებაში ეხმარება, რომელიც როგორც ჩვენს საერთო ინტერესების, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებშია. აქედან გამომდინარე, ჩემი იდეა იყო, რომ კონკრეტული პროექტები განგვეხორციელებინა აგრარული მიმართულებით, მათ შორის, ის საპილოტე პროექტი, რომელიც GIZ-თან ერთად ლანჩხუთში დავიწყეთ. პროექტი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება და გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქალების გაძლიერებას, ადგილობრივ საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერებასა და მათ პროგრამებში ქალებზე ორიენტირებული აქცენტების უფრო მეტად გამოკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ლანჩხუთში საპილოტე პროექტი GIZ-ის დახმარებით და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ხორციელდება და აგრო და აგროტურისტული მიმართულებით დასაქმებულებს გრანტებით დაეხმარება.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა