ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ავარიის შედეგად 5 ახალგაზრდა დაშავდა - დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივების ინფორმაციით, გზის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, სახიფათოა და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება