საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

აეროპორტთა გაერთიანების ინფორმაციით, 7 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე მოაწერენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თანამშრომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლონ.

„თანამშრომლობის მიზანი ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაა. მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის