ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 6 თვის ბიუჯეტი უწყებამ 113.5 %-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 158.7 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 1 331.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (1 172.4 მლნ ლარი) 158.7 მილიონი ლარით მეტია.

„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 250.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 6 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2023 წლის 6 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 870.7 მილიონი ლარი (გეგმის 115%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 235.6 მილიონი ლარი (გეგმის 105%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ - 203.4 მილიონი ლარი (გეგმის 117%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ - 17.3 მილიონი ლარი (გეგმის 121 %)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს