სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სერვისი, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას შეუწყობს ხელს და მათი საჭიროებები სრულად იქნება დაკმაყოფილებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მუდმივ ზრუნვას და სამედიცინო მომსახურებას საჭიროებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი სერვისის არსებობა.

„სამედიცინო-სოციალური სახლი“, სადაც აღნიშნული სერვისი ხორციელდება, აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და ბავშვებს მომსახურებას სპეციალურად გადამზადებული პერსონალი აწვდის. სერვისის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

„ბავშვთა სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სპეციალიზებული სერვისის არსებობა, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს მოიცავს და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. „სამედიცინო-სოციალური სახლი“, აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარითა და ავეჯით, მომსახურე პერსონალი კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გადამზადებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

„ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში პედიატრიულ კლინიკას 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობაც გადაეცა. სპეციალიზებული სერვისი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მოეწყო. სამედიცინო ინვენტარის გადაცემისა და სერვისის გახსნის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე ესწრებოდნენ.

პროექტი სამინისტროს ინიციატივით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ზრუნვის სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის დასრულებით სახელმწიფომ, დაასრულა შშმ ბავშვთა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს