თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, პირველი ეტაპი, 10 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად წარიმართება.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გავლა.

პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისის 24:00 საათამდე. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს ქულას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, მარტოხელა მშობლების შვილი, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, ან ნაშვილები ბავშვები, სამხედრო მოსამსახურეების შვილები, საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე რეგისტრირებული ბავშვები, ვინც დედაქალაქშია რეგისტრირებული. 17 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 23 ივლისს, 24:00 საათამდე.

რეგისტრაციის მესამე ეტაპია საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც 25 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაწყება. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი“, - აღნიშნა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება