ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელს ჟაკ ფლურის და ჯგუფის პარტნიორი კომპანიის MG Law Officce თანადამფუძნებელს არჩილ გიორგაძეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჟაკ ფლურიმ მინისტრის პირველ მოადგილეს აგროინდუსტრიული ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანგულ-ქართული აგროინდიუსტრიული ჯგუფის წევრი შპს „დმანისის მეცხოველეობის“ მიერ დმანისის სოფელ ყარაბულახში გახსნილი ფერმის გაფართოების საკითხს.

„ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს, საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს დმანისში არსებული ფერმის გაფართოებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია მესაქონლეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშწყობისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, აღსანიშნავია, რომ დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმა ქართულ-ფრანგული ინვესტიციით 2021 წელს გაიხსნა. ამავე წელს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფრანგულ სააქციო საზოგადოებას „ლე სომე დე ლ’ელევაჟ“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მათი ცნობით, მემორანდუმის მიზანია საქართველოში წვრილფეხა მესაქონლეობის დარგის შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება, რომელიც საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „წვრილფეხა საქონელი საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს და რომლის შედეგების პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბერში იგეგმება. ამასთან ერთად, 2023 წლის ოქტომბერში, საფრანგეთში დაგეგმილია მეცხოველეობის მასშტაბური გამოფენა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ