თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისში დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისში დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო ორ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარე 12 პროექტი გვაქვს, მათ შორის არის 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ორ საბავშვო ბაღს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. ახალი სასწავლო წლისთვის დამატებით სამი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ჩვენ აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ დამატებით 2 ათასს ბავშვს მოვემსახურებით”, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

როგორც მან აღნიშნა, 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 16 ათასამდე ბავშვის მიღება შეუძლია.

„ჩვენ თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ელექტრონულ რეგისტრაციას 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის ვიწყებთ. რეგისტრაცია დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და სამ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპზე დარეგისტრირდება მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, ბავშვები, რომელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ივლისამდე. მეორე ეტაპის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება და ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპის საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისს. ჩვენ მიმდინარე რეგისტრაციების ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს 16 ათასამდე ბავშვი თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მივიღოთ“, - აღნიშნა გოგი ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება