ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესში ოპოზიციის ჩართულობა

როცა სრული უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, პასუხისმგებლობის დიდი წილი ეკისრება სწორედ მას. გუშინ რაც გააკეთეს, როცა ცესკოსთან დაკავშირებით კონსენსუსური ვარიანტი გააუქმეს, არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ არ სჭირდებათ ოპოზიციის ჩართულობა, - ასე ეხმიანება პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ოპოზიციის პასუხისმგებლობის თაობაზე.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მიუხედავად რიგ საკითხებში ოპოზიციის ჩართულობისა, რეკომენდაციები ბოლომდე შესრულებული არ არის და საერთოდ არ არის პროგრესი სასამართლოს ნაწილში, სადაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაც კი არ ჩანს რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება, მაგრამ როცა ხმის მიცემაზეა საუბარი, იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციამ ხმა მისცა, მაგრამ სამწუხაროდ, რეკომენდაციები ბოლომდე არ არის შესრულებული, განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გავუსვა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას, ასევე კანონის უზენაესობის ნაწილში ჩვენ არ გვაქვს პროგრესი. მე ბოლო სამუშაო ჯგუფზე ვიყავი, ეს იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონმდებლობა და მე თვითონ მივითხოვე სამუშაო ჯგუფში შევსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პუნქტი არის ყველაზე უფრო მძიმე, რთულად შესასრულებელი და რაც მთავარია, პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავთ. ამიტომ ვფიქრობ, როცა ამ დარბაზში სრული უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, დიდი წილი პასუხისმგებლობის ეკისრება სწორედ მას. გუშინ რაც გააკეთეს, როცა ცესკოსთან დაკავშირებით კონსენსუსური ვარიანტი გააუქმეს, ესეც არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ არ სჭირდებათ ოპოზიციის ჩართულობა, არ უნდა კონსენსუსი, რადგან ეს არის დემოკრატია,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება პოლარიზაციაში ოპოზიციის დადანაშაულებას, დეკანოიძე უმრავლესობას ურჩევს, როცა არ მოსწონთ ოპოზიციის გამოსვლები, იქვე შეაფასონ უმრავლესობის წევრების განცხადებებიც. ამასთან, დეკანოიძე აღნიშნავს, რომ სწორედ პოლარიზაციის გამაღრმავებელი იყო პრემიერ-მინისტრის ბოლო გამოსვლა პარლამენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს