კახა ლაბუჩიძე თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის წესში საკრებულოს მიერ შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, ბაღებში რეგისტრაციის წესში საკრებულოს მიერ შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დედაქალაქში ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესში, 2023-2024 სააღმზრდელო წელს, კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი დაემატება და საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები დარეგისტრირდებიან, მეორე ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე, საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესი მარტივდება და ემატება ერთი პრიორიტეტული ჯგუფი. ახალი დადგენილების თანახმად, მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები უპირატესი რეგისტრაციის უფლებით ისარგებლებენ, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობების სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქში საბავშვო ბაღების მშენებლობაზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობა შეუფერხებლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და სექტემბრისთვის თბილისს სამი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. კახა ლაბუჩიძის განცხადებით, საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ორის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო