პაატა მანჯგალაძე - ქვით ჩაქოლვის წესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე გააუქმა მსოფლიომ და „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მოგვიტანა - მგონი, ეს ის არის ბიძინა რომ გვეუბნებოდა, ევროპასაც კი გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიითო

ქვით ჩაქოლვის წესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე გააუქმა მსოფლიომ და „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მოგვიტანა. მე მგონი, ეს ის არის, ბიძინა რომ გვეუბნებოდა, ევროპასაც კი გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიითო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ირაკლი კობახიძის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული გზავნილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, კობახიძე ცილს წამებს ოპოზიციას, როცა მას რადიკალიზმსა და პოლარიზებაში ადანაშაულებს, რადგან სინამდვილეში რადიკალიზმს თავად მიმართავენ.

რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, როგორც მანჯგალაძე ამბობს, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, რადგან შემფასებელმა უკვე თქვა, რომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული.

„სამწუხაროდ, მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი აგრძელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას, თითქოს ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ და პოლიტიკური მოტივით არ მოგვცეს სტატუსი და მომავალშიც ამ მოტივით არ მოგვცემენ. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს კობახიძე და რას ვიტყვით ჩვენ, მთავარია როგორ დაინახავს ამ პროცესს ევროკომისია, რომელიც არის შემფასებელი და ევროკომისარმა ვარჰეიმ თქვა, რომ 12- დან 3 რეკომენდაციაა შესრულებული. დღეს რაც არ უნდა შეეცადოს კობახიძე, ადამიანებს დააჯეროს საწინააღმდეგო, არ გამოვა, რადგან არ ჩაუტარებიათ საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, გადაწყვეტილი არ არის ანტიკორუფციული საკითხები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, სიძულვილის ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხები. ბევრი საკითხია, რომელიც გადაწყვეტილი არ არის,მაგრამ პროპაგანდისტულად ცდილობს კობახიძე ხალხი დააჯეროს, რომ „ბოროტი დასავლეთი, ბოროტი ოპოზიციიდან გამომდინარე, სტატუსს არ გვაძლევს“. კიდევ ერთი ცილისწამებაა კობახიძის, რომ ოპოზიცია არის რადიკალიზებული და პოლარიზებული. სიტყვის გარდა არაფერი მითქვამს არასდროს და ბოლო ორი კვირაა კვერცხით და ქვებით დასდევენ ოპონენტებს, კასპშიც ოპოზიციის წარმომადგენელს ქვებით მიუვარდნენ. კობახიძე ცდილობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებული ლინჩის წესი და ჯუნგლის კანონი დაამკვიდროს პოლიტიკაში. თუ მათ სცემდნენ, ეს ყოფილა უსამართლობა და მართლა უსამართლობაა ცემა, მაგრამ დღეს თუ ისინი სცემენ, ეს ყოფილა სამართლიანობა. როგორ შეიძლება შეურაცხყოფას არ ვუპასუხოო - ამბობენ, ქვით უნდა უპასუხოთ?! ქვით ჩაქოლვის წესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე გააუქმა მსოფლიომ და „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მოგვიტანა. მე მგონი, ეს ის არის, ბიძინა რომ გვეუბნებოდა, ევროპასაც კი გავაკვირვებთ ჩვენი დემოკრატიითო,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება