ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს ვლადიმერ ზელენსკის

პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხის გამო, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, დღეს 19:00 საათზე, კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

„უდიდესი ეროვნული სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას, ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი უკრაინაში ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა რუსეთთან ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში. ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ ძალიან დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ იმას, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი, ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნა აქვს საქართველოსთან, რომ გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი და ლიდერი, ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს. ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით