იაგო ხვიჩია - ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ საღამოს მოქალაქეები პარლამენტთან მოვიდნენ და დეპუტატებს ხმა გააგონონ - ჩვენს ოფისში მისცემენ შესაბამის საშუალებებს იმისთვის, რომ უბრალოდ იხმაურონ

თავდაცვის კოდექსს იღებენ წინასაარჩევნოდ ზეწოლის მიზნით - ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ საღამოს ადამიანები მოვიდნენ პარლამენტთან და გააგონონ ხმა დეპუტატებს,- ეს განცხადება „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჯარის დასუსტების ფონზე, კანონს, რომელიც მაკონსოლიდერებელი უნდა იყოს, კონსენსუსის გარეშე იღებს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ოპოზიციამ კითხვები არ დასვას, გადაწყვიტეს, სხდომაზე იყოს არა მუხლობრივი, არამედ თავობრივი განხილვა.

„კანონს იღებენ ერთადერთი მიზნით, რომ წინასაარჩევნო შეძლონ ხმების მობილიზება და ადამიანებზე ზეწოლა - „თუ „ქოცებს“ არ შემოხაზავ, ჯარში წაგიყვან“ და ეს ხდება ქართული ჯარის განადგურების ფონზე, რაც მხოლოდ მტრისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო. „ქართული ოცნება“ ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე იღებს „თავდაცვის კოდექსს“, რომელსაც ყველა პარტიის მხარდამჭერები უნდა დაემორჩილონ და ბრძოლის დროს იყოს გამოყენებული ერის კონსოლიდაციისთვის. ამას ვაკრიტიკებთ და ვითხოვთ მხარდაჭერას. როგორც მედიას, ისე ადამიანებს ვთხოვთ, საღამოს, როცა სიცხე არ იქნება და ჩვენ განხილვა კიდევ გვექნება, მოვიდნენ პარლამენტთან, მხარი დაგვიჭირონ, შეიარონ ჩვენს ოფისში, იქ მისცემენ შესაბამის საშუალებებს იმისთვის, რომ უბრალოდ იხმაურონ, რათა პარლამენტის წევრებმა გაიგონონ მოქალაქეების პროტესტი, რომ ისინი აპროტესტებენ ჯარის რეფორმის ასე მალულად, წინასაარჩევნო მიზნით მიღებას და არა მტრის დასამარცხებლად,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე ისაუბრა მის თანაგუნდელ, სანდრო რაქვიაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დაჩქარებული წესით გადიოდა რეფორმის ერთი ნაწილი. თავმჯდომარემ ჯერ კითხვების დაზუსტების საშუალება არ მოგვცა. როცა ვთქვით, რომ ეს პროცესი არის „თავდაცვის კოდექსის“ ჩათლახურად მიღება, ამ დროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ამის თქმაზე ღილი შემოახია სანდრო რაქვიაშვილს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას