მიხეილ სარჯველაძე - ფიზიკურად არავისზე მიძალადია, პატარა ჩოჩქოლი იყო და ამას მოჰყვა ღილის შემოწყვეტა, არავის აქვს მიზეზი სხვა რამ ამტკიცოს

როცა ადამიანი მომმართავს ისე, როგორც არ არის საკადრისი, რასაკვირველია, მენდომება ბოდიში მოვთხოვო მას - ფიზიკურად არავისზე მიძალადია, პატარა ჩოჩქოლი იყო და ამას მოჰყვა შედეგად ღილის შემოწყვეტა, - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ ვინმეს უკვირს და ფიქრობს, რომ უცენზურო გამონათქვამისთვის პასუხის მოთხოვნა დასაშვები არ არის, ეს ასე არაა.

„სამწუხაროდ, ადამიანები აძლევენ თავს უფლებას, რომ სხვადასხვა სივრცეში უცენზურო სიტყვები თქვან. როცა ადამიანი მომმართავს ისე, როგორც არ არის საკადრისი, რასაკვირველია, იქ მე ყოველთვის მენდომება ბოდიში მოვთხოვო ადამიანს, ვინც ეს იკადრა. იქ ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. თუ ვინმეს უკვირს ასეთი რამ, რომ ადამიანთა წრეში, როცა ერთი ადამიანი უცენზურო სიტყვებს გამოიყენებს და ფიქრობს, რომ დასაშვები არ არის, რომ მას პასუხს მოსთხოვენ, არაძალადობრივი ფორმით, რასაკვირველია, ეს ასე არაა. მე ფიზიკურად არავისზე მიძალადია, არც მქონია ამის განზრახვა და სურვილი, თუ გამოვიდოდი წყობილებიდან ყველა შეამჩნევდა ამას და უჩუმრად ეს ვერ მოხდებოდა. პასუხი მოვთხოვე, თუ რატომ მისცა თავს უფლება ისეთი გამონათქვამი გამოეყენებინა, რომელიც არ შეეფერება დეპუტატის სტატუსს. რა ფორმით რას ნიშნავს? - სიტყვიერად, ვერბალურად. იქ პატარა ჩოჩქოლი იყო და რეალურად ამას მოჰყვა შედეგად ღილის შემოწყვეტა, არავის მიზეზი არ აქვს სხვა რამ ამტკიცოს”, - განაცხადა სარჯველაძემ.

„გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე მას პარლამენტის დერეფანში ხელით შეეხო და პერანგზე ღილები მოაწყვიტა.

ინციდენტი კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო