თეონა აქუბარდია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - თუკი „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ მიუღებელია, რატომ არის მისაღები თქვენი „ბიბლიური თავისუფლება“?

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თქვენი „ბიბლიური თავისუფლების“ წრე გააკეთეთ, რომლითაც ადამიანებს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ - თუკი „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლება“ მიუღებელია, რატომ არის მისაღები თქვენი „ბიბლიური თავისუფლება“? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას ეხება.

მეორე მოსმენით გადამუშავებული პროექტის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძვლები და იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც ეს შეღავათი შეეხება. კერძოდ, სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლდებიან და სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მათ, ვინც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში ან სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურებში. გადავადებით სარგებლობის შესაძლებლობა გენერალური პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორებზეც გავრცელდება.

აქუბარდიას თქმით, „ბიბლიური თავისუფლება“ თავდაცვის სამინისტროს შიგნით იმ თანამშრომლებისთვის კეთდება, რომლებსაც პირიქით - სამხედრო სამსახურში გაწვევა სჭირდებათ.

„თქვენ თქვენს სექტას აკეთებთ და მეორე სექტას უპირისპირდებით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გაწვევის გადავადება არასდროს ყოფილა სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის. ეს არაფრით აიხსნება და არის მიუღებელი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტში “თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება