ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ „ევროკავშირის ბიულეტენს“. თქვენ გაეცნობით ევროკავშირის შესახენ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე ზუსტ და ფაქტობრივ ინფორმაციას.
2023 წლის ივლისის მდგომარეობით ევროკავშირში გაწევრების კანდიდატის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 ქვეყანას, პოტენციური კანდიდატის კი - 2 ქვეყანას.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაგან ხუთმა სახელმწიფომ გააკეთეს რა განცხადება გაწევრებაზე, ჯერ პოტენციური კანდიდატის, შემდეგ კანდიდატის სტატუსი მიიღეს. თურქეთიც ერთგვარი საინტერესო და სპეციალური შემთხვევაა გაწევრების კონტექსტში. რაც შეეხება 2022 წლის გაფართოებას და სტატუსის მინიჭების საკითხს, წევრობისათვის განაცხადი გაკეთდა ისე, რომ ქვეყნებს არ ჰქონიათ ევროკავშირის წევრობის ფორმალური სტატუსი. უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ პოტენციური კანდიდატის სტატუსის გარეშე. უკრაინისა და მოლდოვასათვის სტატუსის მინიჭების შემდგომ, ეს ფაქტი იქნება დამკვიდრებული პრაქტიკიდან განსაკუთრებული გამონაკლისი.
კანდიდატ ქვეყნებს შორის მხოლოდ ხუთი ქვეყნის შემთხვევაშია გახსნილი გაწევრების მოლაპარაკება.
ევროკავშირში გაწევრების პოტენციური კანდიდატი ქვეყნების - კოსოვოსა და საქართველოს შემთხვევა, განსხვავებულია ერთმანეთისაგან. საქართველო დღემდე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ისევ რჩება პოტენციურ კანდიდატად, მაშინ როცა კოსოვო, მსგავსი სტატუსის პირობებში, ჯერ კიდევ ელოდება უვიზო რეჟიმით სარგებლობის ამოქმედებას შენეგნის სივრცეში.
ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი ქვეყნები