მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომისა და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა - უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა - უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ის რჩება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.

როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან“, - წერს სააკაშვილი.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება