არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო პროექტი განახორციელა

მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საამიროების წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობით, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულთან დაკავშირებით Eid Al-Adha 2023-ის საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი დაიკლა, შეწირული ხორცი კი საქართველოს მუსლიმებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონში მუსლიმი თემის საჭიროებების მქონე ოჯახებს შორის განაწილდა.

ღონისძიება დედაქალაქში, თბილისის ჯუმა მეჩეთის ეზოში გაიმართა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ბატონი ეტიბარ ემინოვი და არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი მდივანი ქალბატონი მუნირა ალმარზუქი ესწრებოდნენ.

ქალბატონმა მუნირა ალმარზუქიმ მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმ საზოგადოებას მსხვერპლშეწირვის წმინდა დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფოს და მისი მეთაურების მუდმივ ძალისხმევას, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხეში განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მიკუთვნებულობისა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომ საელჩოს მისცა შესაძლებლობა და გაუწია შუამდგომლობა, დახმარებოდა საჭიროების მქონე მუსლიმ ოჯახებს ამ წმინდა დღესასწაულზე და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც გაგრძელდეს და უფრო მეტად გაფართოვდეს მსგავსი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა.

თავის მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ, ბატონმა ეტიბარ ემინოვმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებასა და ხალხს მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცეს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კი გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო საქართველოში

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს