რატი ბრეგაძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და საჭირო რაოდენობისა და სახეობის საკვები მიიღოს.

როგორც ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მჯსავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, ბრეგაძემ ასე უპასუხა:

„რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, როცა ექიმებისგან რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა ბევრი პატიმარი, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო