თეა ახვლედიანმა თემაზე - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან" საზაფხულო სკოლა გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თემაზე - „სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენა ოკუპირებულ რეგიონებთან" საზაფხულო სკოლა გახსნა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების გამორჩეულ როლს და აღნიშნა, რომ მათი ხედვა ომისა და ოკუპაციისგან თავისუფალი, უსაფრთხო, დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაზე ორიენტირებული მომავლის შესახებ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის 2022 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებულ „მშვიდობის ჯილდოზე ახალგაზრდებისთვის".

„სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები, მიღწული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საზაფხულო სკოლა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით 3-8 ივლისის პერიოდში ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში არსებული კონფლიქტისა და სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე. კურსის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გასვლითი ვიზიტი გამყოფ ხაზთან მდებარე კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის