“ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ის და უკრაინის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება. ასევე, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, ყველამ ნახა, რა მძიმე მდგომარეობაშია მისი ძმა და ხელისუფლებამ სააკაშვილს უნდა მისცეს მკურნალობის საშუალება.

“დღეს აქცია დააანონსა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ხელისუფლების განცხადებები. ასევე, თუნდაც ისიც რომ არ ხერხდება ევროპელი ექსპერტების შეშვება მიხეილ სააკაშვილთან, რომ ადგილზე ნახონ მისი მდგომარეობა.

გარდა ამისა, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან. გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ღია მხარდაჭერა. ადამიანის სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ. ყველამ ნახა თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი. ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს უნდა მისცეს მკურნალობის საშუალება”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გათავისუფლებული.

“ჩვენ ვნახეთ ომში მყოფი გმირი პრეზიდენტის მიმართვა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმედ. უკვე რამდენიმე თვეა, მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას, პოლონელი ექიმების და ექსპერტების თაოსნობით, არ უშვებენ, შესაბამისად, აქ შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ “ქართულ ოცნებას” , რაც შეიძლება სწრაფად შემოუშვან პოლონელი ექიმები. მასთან დაუშვან როგორც საქართველოს პარლამენტარები, ასევე ევროპარლამენტარები და უკრაინის სახალხო დამცველი. სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია, პოლიტიკური ტყვე, შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გათავისუფლებული”, - განაცხადა ნადირაძემ.

მან შეაფასა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება.

ნადირაძის თქმით, ეს იყო მწვავე დიპლომატიური სვლა.

“მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე თვის წინ ზელენსკიმ მეგობრულად, დიპლომატიურად სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობას, რომ მათი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მისიით ყოფილიყო გადაყვანილი უკრაინაში. მათ ეს არ გააკეთეს და შესაბამისად, გუშინ ვნახეთ ძალიან მწვავე დიპლომატიური სვლა. “ქართული ოცნება” უნდა ხვდებოდეს, რომ, როდესაც ომში მყოფი უკრაინა მიდის ასეთ ნაბიჯზე ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებ. ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედონ, რადგან არ შეიძლება ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა იყოს”, - განაცხადა ნადირაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო